საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/xcvbxvb.jpg

მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტენდერს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტენდერს სოფელ ზარნისა და დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაციის მიზნით. სოფელ ზარანში გზის 1 328 მეტრიან მონაკვეთზე იგეგმება ბეტონის საფარის დაგება, სამუშაოები 196 878 ლარით ფინანსდება. სოფელ დეისში კი ბეტონის საფარი გზის 640 მეტრზე დაიგება, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული, ასევე, სოფელ ღუდუმექეთის გზის (1 000 მეტრი) რეაბილიტაციაზე. პროექტის ღირებულება 168 170 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება დღეს სრულდება.

აღნიშნულ პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა კი თანხის 5%-ს შეადგენს.

ნანახია: 5020 - ჯერ