საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/cghncvbn.jpg

ნადაბურში გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან ერთად, ნადაბურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დასრულებულ პროექტები დაათვალიერა.

 სოფელ ნადაბურის ცენტრალურ გზაზე 5,3 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის ბეტონის საფარი დაგებულია 3 300 მეტრზე.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 578 498 ლარით ფინანსდება. 
კომპანია, რომელიც აქამდე შეფერხებით მუშაობდა, სამუშაოებს ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს.

 

 

 

 

ნანახია: 5651 - ჯერ