საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/56749245_278075519768584_5659651909733056512_n.jpg

“ფონდი ტასო“ ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობას იწყებს

,,ფონდი ტასოს“ (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) გენერალური დირექტორის მოადგილემ ცისანა გოდერძიშვილმა ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო-საპრეზენტაციო ხასიათის  შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში ქალბატონმა ცისანამ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ის პროექტი წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერულ ბიუჯეტირებაზე სათანადო განათლების მიღებას და პრაქტიკაში მის დანერგვას დაიწყებს.

ცისანა გოდერძიშვილი: ,,ეს არის სრულიად ახალი კომპონენტი საბჭოს მუშაობაში, რომელიც მიზნად ისახავს დავინახოთ, თუ რა როლი შეუძლია გენდერულმა საბჭოს ითამაშოს გენდერულ ბიუჯეტირებაში და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს გადადგმული ამ მხრივ. პროექტი გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას და ხელშეწყობას ემსახურება და მისი შესაძლებლობების ზრდას ბიუჯეტირებაში ჩართულობის თვალსაზრისით.”

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ტრენინგების ციკლი, რომელსაც ფონდი ,,ტასო“-ს წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის,  მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის და საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის წევრებისთვის უახლოეს მომავალში ჩაატარებს.

ნანახია: 7763 - ჯერ