საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfghjgh_1.jpg

ხარაგაულს დამატებითი თანხა გამოეყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მთავრობის #331 განკარგულებით, რომელიც 25 თებერვალს გამოიცა, დამატებით 530 000 ლარი გამოეყო.
აღშნინული თანხით ხარაგაულში 4 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფარცხნალში, ბარის უბნის გზას, ბაზალეთში ნანიტაშვილებისა და შერგელაშვილების საუბნო გზას. მობეტონდება ასევე, ღუდუმექეთის ცენტრალური გზა და სოფელ დეისის მეორე უბნის 700 მეტრამდე მონაკვეთი. 
გაცნობებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე პროექტზე ტენდერები უკვე გამოაცხადა ხარაგაულის მერიამ. 

 

 

 

ნანახია: 4513 - ჯერ