საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/ujkmghjkhj.JPG

პრობაციონერების მონაწილეობით ხარაგაულში აქცია გაიმართა

დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის - „თანადგომა“  ერთობლივი შეხვედრა გაიმართა ხარაგაულელ პრობაციონერებთან. 

შეხვედრა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ წარმომადგენლებმა, მაკა იოსელიანმა და ხათუნა სირაძემ საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს შიდსა და ჰეპატიტზე, ისაუბრეს ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე. შემდეგ კი პრობაციონერებისთვის ადგილზე  სკრინინგ-აქცია გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრობაციონერებთან ერთად დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ცაცხვის ნერგები დარგეს.

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი  პრობაციონერების საზოგადოებაში ინტეგრაცია გახლდათ. გოჩა გიორგიძე მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ დამოკიდებულ პირებსა და პრობაციონერებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ქუთაისის ფილიალს.

მისამართი: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქუჩა N2

ცხელი ხაზი: (+995431) 26 50 27, 26 50 26

(+995 599 32 23 28; (+995) 574 22 34 96

ნანახია: 5927 - ჯერ