საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfgjhfjk%2Cnm%2C.jpg

მოლითის, ბეჟათუბანის, ნებოძირისა და ანეულის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

 

საერთო კრებები, სოფელ მოლითში, ბეჟათუბანში, ნებოძირში და ანეულაში გაიმართა.

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე, ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ესაუბრა და საპროექტო წინადადების განხილვისა და კრების ჩატარების პროცედურები პირადად გააცნო. 

 სოფელ მოლითში მოსახლეობამ რამდენიმე იდეა გააერთიანა და მათთვის გამოყოფილი 12 000 ლარით სარიტუალო დარბაზისთვის სამზარეულოს ასაშებელად მასალებს შეიძენენ, ასევე, სოფლის ერთ უბანში მოაწყობენ სანიაღვრე არხს, შეიძენენ წყლის მილებს, მოლითის ცენტრიდან ყოფილი რკინიგზის სადგურამდე გააკეთებენ გარე განათების ქსელს, რკინიგზის ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სოფლის თავშეყრის ადგილისთვის ძელსკამებს და საქანელას შეიძენენ, ასევე, შეაკეთებენ სოფლის წყლის წისქვილის ღარს. 

 ნებოძირის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, წყლის სისტემის შეკეთება და სოფლის თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება.

 რაც შეეხება ანეულას და ბეჟათუბნის მოსახლეობას, რომელთაც სოფლის პროექტების ფარგლებში 10-10 ათასი ლარი გამოეყოთ, სოფლის ცენტრალური გზების შეკეთებას დაუჭირეს მხარი.

 სოფლის საერთო კრებებს ესწრებოდა მერის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე.

კრების ოქმი

ნანახია: 6187 - ჯერ