საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/49087189_2279435412303619_2606977279598788608_o.jpg

ხარაგაულის მერმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე პერსონალს ახალი წელი მიულოცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძემ, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე პერსონალს, 31 დეკემბრის ღამეს, ახალი წელი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს სიცოცხლის ფასად ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგომისთვის.

საავადმყოფოს მორიგე ექიმის, ზაურ ჭუმბურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო დღეს, იყო რამდენიმე პაციენტის მომართვა, თუმცა შემთხვევები სერიოზული არ აღმოჩნდა, მორიგე პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი წლის ღამე პაციენტებს სახლში გაეტარებინათ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში, სახანძრო-სამაშველო სამსახურსა და პოლიციის განყოფილებაში მორიგე ბრიგადები გამოძახებაზე იყვნენ გასული. 

„რამდენადაც რთულია, იმდენად, ალბთ უფრო საამაყოა თქვენი სამსახური. საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირობის ტოლფასია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. მინდა მადლობა გითხრათ ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგომისთვის, მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. 

ნანახია: 6153 - ჯერ