საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0200.JPG

განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ხევი-უბისას ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით სავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი, საინფორმაციო შეხვედრა წითელ ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან, გრძელდება. 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწების შეფასება, რაზეც მოსახლეობის შეკითხვებს განსახლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კერძო კომპანიის ექსპერტ-შემფასებელმაც უპასუხა.
ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ წითელ ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატურად ტარდება, როგორც ერთობლივ, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში. 
მერის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ხელი შევუწყოთ და ეს, არცთუ ისე სასიამოვნო პროცესი, რასაც განსახლება ქვია, ორივე მხარისთვის სასარგებლოდ დასრულდეს. 
„ადგილობრივი თვითმმართველობა, ისევე როგორც სახელმწიფო, ბოლომდე დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ იქამდე ვიქნებით ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ამ პროცესებში, ვიდრე ისე არ დარეგულირდება საკითხი, რომ დაზარალებული არ დარჩნენ მხარეები“- განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ნანახია: 6007 - ჯერ