საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0033.JPG

„ჩვენ დავეხმარებით ხარაგაულს“ - ელიზაბეთ რუდი

ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფელ ნუნისში, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრნენ. 
 შოთა ხარატიშვილის ინიციატივით მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც ახალგაზრდების ხედვას - როგორ უნდა განვითარდეს ხარაგაული - შეეხებოდა, დამსწრე საზოგადოებას, შაკო ჩხეიძემ და გიორგი მელაშვილმა წარუდგინეს. 
 „დასრულდა ამერიკის ელჩის ვიზიტი ხარაგაულში. შედგა ნაყოფიერი შეხვედრები. იმერეთის გუბერნატორთან და ახალგაზრდებთან ერთად, განვიხილეთ ხარაგაულის ტურისტულად განვითარების მნიშვნელოვანი დეტალები და კონკრეტული ხედვები. ქალბატონმა ელიზაბეთმა ყურადღებით მოისმინა პრეზენტაცია და დახმარების სურვილი გამოთქვა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რამაზ ბლუაშვილს, ვისი ინიციატივითაც მოხდა ელჩის სტუმრობა ხრაგაულში. ჩვენი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვდრები შედგა“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ. 

„ჩვენ დავეხმარებით ხარაგაულს! აქ გატარებული ორი დღე არასდროს დამავიწყდება“ - ამ სიტყვებით შეაჯამა ელიზაბეთ რუდმა ხარაგაულში ორ დღიანი ვიზიტი და მომავალი თანამშრომლობის და ურთიერთობების გაგრძელების სურვილით ხარაგაულიდან კმაყოფილი წავიდა. 

ნანახია: 7026 - ჯერ