საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/xbgvncvbncvbnvcb.jpg

პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს,, დასრულდა

ა(ა)იპ „ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის” (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს" დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის 16 სოფელში გაიმართა კონცერტი, რომლის მიზანი სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება, ხელოვნების დარგების განვითარება და პოპულარიზაცია გახლდათ.
„კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, გამართულ კონცერტებში მონაწილეობას ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. ღონისძიებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ესწრებოდნენ სოფლებში ჩამოსული დამსვენებლები.
აღნიშნული პროექტის პარალელურად, სოფლებში სპექტაკლები გამართა კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).
თოჯინების თეატრი სეზონის ბოლო სპექტაკლს ღორეშაში 29 აგვისტოს, 12:00 საათზე, გამართავს.
მოსახლეობა მოხარულია და კმაყოფილებას გამოთქვამს გამართული კულტურული ღონისძიებებით.

 

ნანახია: 10183 - ჯერ