საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghbfghfdg.JPG

„აწარმოე საქართველოში“ - ბიზნეს იდეის ავტორები 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ

დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემური ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროგრამაში არსებული სიახლეები გააცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, „კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და სურს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია, ასევე, მეწარმე სუბიექტს ან მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელსაც გასულ წლებში მოპოვებული აქვს დაფინანსება და სურს საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღება. ამ შემთხვევაში, განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - დაფინანსების ხელმეორედ მოპოვების მსურველმა მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 50 პროცენტი უნდა დაფაროს. ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი კი განისაზღვრება მოხთოვნილი თანხის არანაკლებ 20 პროცენტით.
დაფინანსება, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია და შეადგენს 20 000 ლარს. ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა უნდა შეესაბამებოდეს მის ბიზნეს იდეას და გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები.
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, მშენებლობა. პრიორიტეტი მიენიჭება ბენეფიციართა მხრიდან მეწარმეობის განვითარებისათვის მანქანა/დანადგარების შეძენას. პრიორიტეტი მიენიჭებათ, ასევე, ახალგაზრდებს, ქალ მეწარმეებსა, დამწყებ მეწარმეებსა და სოფლად განსახორციელებელი ბიზნესის იდეის ავტორებს.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები: 1. ბიზნეს იდეების კონკურსი; 2. ტრენინგი ზოგად მეწარმეობაში; 3. ბიზნეს გეგმების კონკურსი; 4. ხელშეკრულების გაფორმება; 5. თანამონაწილეობის თანხის ჩარიცხვა; 6. გრანტის თანხის ჩარიცხვა; 7. დამატებითი ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები. ის ბენეფიციარები, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ დაფინანსება გააგზავნიან მხოლოდ ბიზნეს გეგმას.
ბიზნეს იდეის ავტორები, რომელთაც სურთ დაფინანსების მოპოვება უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე - qartuli.ge

 

ნანახია: 4329 - ჯერ