საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0047gghhj.JPG

ათი წელი აგვისტოს ომიდან

ხარაგაულში აგვისტოს ომის გმირს პატივი მიაგეს.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა.

სოფელ ხიდრის მკვიდრი, 28 წლის ზაზა გლუნჩაძე, ერთადერთი იყო ხარაგაულიდან, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.   

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგლე არჩილ მაღრაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს.

გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა გაბრიელმა (კურტანიძე).

რუსეთ-საქართველოს ომს იმერეთიდან 34 ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ნანახია: 5396 - ჯერ