საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0102.JPG

სოფელ ვარძიაში გზის მობეტონების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია  

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ ვარძიაში, მესამე უბანში  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გზის 600 მეტრამდე მონაკვეთი მობეტონდება. მოეწყობა გაბიონები და ცხაურები. პროექტის საერთო ღირებულება 134 880 ლარია.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:

,,საუბნო გზების რეაბილიტაციას ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ. სოფელ ვარძიაში გვრჩება უბნები , სადაც  მსგავსი პროექტები 2022 წელს განხორციელდება. მათ შორისაა პაპიძეების უბანი, რომელიც ერთ - ერთი რთული მონაკვეთია.

მიმდინარე წელს, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური   მუშაობის შედეგად ვარძიის პირველ უბანში ჩვენ განვაახლეთ გაჩერებული პროექტი, რომელიც უკვე დასრულდა  და მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  ათი ,,გაცოცხლებული  პროექტი“- დან ერთ - ერთია.

ჩვენ პრიორიტეტებს  მოსახლეობასთან შეთანხმებით ვარჩევთ.

ყოველთვის როდესაც მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსახლეობას ვაწოდებთ ინფორმაციას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით,  ჩნდება მათი სამართლიანი გულისწყრომა იმ პროექტების გამო, რომლის განხორციელება ჯერ დაგეგმვის ეტაპზეა.

ეტაპობრივად ყველა ეს პროექტი განხორციელდება.

 2021 წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბევრი  მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა ხარაგაულში , ეს ტემპი მომავალ წელს შეუქცევადად გაგრძელდება.“

 სოფელ ვარძიის მესამე უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ი/მ ,,დავით ცერცვაძე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

 

ნანახია: 2117 - ჯერ