საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074_1.JPG

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის,, ექსპერტმა  მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

დღეს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ექსპერტმა,  მამუკა გაჩეჩილაძემ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან,  საკრებულოს  თავმჯდომარე  მანანა  ბარბაქაძესთან,  გენდერულ  საკითხებზე   პასუხისმგებელ  პირთან, ინგა  ბერაძესთან  და  მერის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა. შეხვედრა  პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში შედგა,  რომელსაც  ასევე  ,,ქალთა  საინფორმაციო  ცენტრის“  წარმომადგენელი  თეონა  ჩიქოვანი  ესწრებოდა.    

 აღსანიშნავია, რომ   ,,ქალთა  საინფორმაციო   ცენტრი“  ადმინისტრაციული  ერთეულების წარმომადგენლებს დაეხმარება, სოფლად მოსახლეობის  საჭირობების კვლევაში,  შემდეგ  კი გენდერული სტატისტიკისა და საჭიროებათა კვლევის დოკუმენტის საფუძველზე    დაიგეგმება  ადგილობრივი  ბიუჯეტი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი მნიშვნელოვნად  მიიჩნევს,  რომ  მუნიციპალიტეტს ჰქოდეს ორგანიზებული  საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი.  ,,დარწმუნებული ვარ მოსახლეობასთან უშუალოდ შეხვედრისას კიდევ უფრო მეტ სიახლეს აღმოაჩენთ, შედეგად კი ჩვენ გვექნება სოფლის პასპორტი, სადაც თითოეული მაცხოვრებლის და სოფლის პრობლემა იქნება ასახული.  ჩვენ  მაქსიმალურად  შევეცდებით, პრობლემატური  საკითხები  გათვალისწინებული  იყოს  2022  წლის  ბიუჯეტში,“ - აღნიშნავს  ხარაგაულის  მერი.

 მამუკა გაჩეჩილაძე - „2016 წელს შეიქმნა კანონი, რომელის  ფარგლებში მუნიციპალიტეტში  ჩამოყალიბდა  გენდერული საბჭო და შემუშავდა სამოქმედო გეგმა.  ამ  წლების  განმავლობაში,  ჩვენ  აქტიურად ვთანამშრომლობთ ხარაგაულთან  და   დღევანდელი  შეხვედრის  მიზანი  გახლავთ,  ის  რომ  შევქმნათ   რეალური  საჭირობების  დოკუმენტი, რომელიც შემდგომში   ადგილობრივ  თვითმმართველობას  დაეხმარება  პროგრამული  ბიუჯეტის   შედგენაში.“

პროექტი   „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“   საერთო  ჯამში  ათ  მუნიციპალიტეტში  ხორციელდება  და მათ შორისაა ხარაგაული.

ნანახია: 1927 - ჯერ