საზოგადოება

ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი შეემატა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი,  მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად  ხარაგაულის სათნოების სახლს ესტუმრა და მათ საქმიანობას და ბენეფიციარებთან მომსახურების პროცესს პირადად გაეცნო. სათნოების სახლში, 75 ბენეფიციარი საკვებს,  ყოველდღიურად (კვირის გარდა) რეგულაციების სრული დაცვით იღებს. დაბა ხარაგაულის მასშტაბით 13 ოჯახთან  მიტანის სერვისი მოქმედებს.  მერი უშუალოდ გაესაუბრა ბენეფიციარებს, თანამშრომლებს და სათნოების სახლში არსებული მდგომარეობის და  მათი საჭიროებების შესახებ სრული  ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ  სიახლეზეც, რაც ხარაგაულში სოციალური  სერვისების გაუმჯობესების კუთხით იგეგმება.  უკვე დღეიდან კვირაში ორჯერ მიტანის სერვისით დამატებით 30 ბენეფიციარი ისარგებლებს. ხარაგაულის სათნოების სახლის მომსახურების არეალს სამი სოფელი, საღანძილე , ბაზალეთი და ისლარი შეემატება.

კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა , რომ მნიშვნელოვანია  ბენეფიციარების შერჩევისას,  სრული ობიექტურობა უნდა იყოს დაცული, რადგან მომსახურება სწორედ იმ ადამიანებმა მიიღონ , ვისთვისაც ის გარდაუვალი აუცილებლობაა.

,,სოციალური მიმართულებებს ხარაგაულის მერიაში ვარლმა ჭიპაშვილი კურირებს, მან ბევრი იშრომა, შეისწავლა ყველა შემოსული განცხადება , ყველა მოთხოვნა, არსებული პრობლემა და გამოწვევა. სწორედ ასეთი მუშაობის ანალიზის შედეგად შევძელით ჩვენ რომ მომსახურების არეალის  გაზრდაზე გვეფიქრა“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

 ვალერი ჭიპაშვილი:  ,,ბევრჯერ ვაკრიტიკებდი ამ ორგანიზაციას, საკრებულოს პოზიციიდან, ახლა ვცდილობ ჩვენი შესაძლებლობებით  გამოვასწოროთ ის რაც არ მოგვწონდა, დავხვეწოთ  სერვისები და გავზარდოთ მომსახურების ხარისხი.“

მერმა სათნოების სახლის მომსახურე პერსონალს, რომლებიც ყოველდღე 70 ბენეფიციარს უწევენ მომსახურებას მადლობა გადაუხადა.

  ,, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა , მომსახურებით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა , ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს სერვისი და ვიზრუნოთ, რომ კიდევ მეტი უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენ ბენეფიციარებს. სოციალური მიმართულება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია. ცხადია, ძნელია შესთავაზო ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისები , მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ  გავწიოთ ის მომსახურება , რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხით ვაფინანსებთ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა“.

 სათნოების სახლის დირექტორის, გოგიტა ჩიჩილიძის ინფორმაციით , ადგილზე მიტანის სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოპედი, რომელიც სამსახურმა  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა.

 

 

ნანახია: 759 - ჯერ