საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/qali111.jpg

ქალთა საჭიროებების კვლევის მიზნით, ხარაგაულში ახალი პროექტი იწყება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), -ხარაგაულში კონკრეტული აქტივობების განხორციელებით,  მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმის ხელშეწყობასა და გაძლიერებას გეგმავს.

პროექტის ფარგლებში,  ზაალ სულაკაური და ნათელა გრიგალაშვილი ხარაგაულელ ქალებზე  ჩანახატებსა და ფოტო ისტორიებს შექმნიან, რომლის მიზანი  მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა იქნება. 

სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან, შეირჩევა 30 ბენეფიციარი . შეიქმნება 15 ფოტო ისტორია და 15 ჩანახატი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით განხორციელდება.

ნამუშევრების შექმნის შემდეგ, ხარაგაულში გამოფენა მოეწყობა.

 კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზების საძიებლად, მუნიციპალიტეტის მერიასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, თანამშრომლობით, გაიმართება დიალოგი.

 დაგეგმილი აქტივობების განხორციელების ხელშესაწყობად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) კონსულტაციებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი-ელენე რუსეცკაია გაუწევს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ  ხარაგაულსა და ამბროლაურში განხორციელდება.

 

 

 

ნანახია: 1450 - ჯერ