საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0502.JPG

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტს, რომლის ბიუჯეტი 1,6 მილიონი ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.

ხელშეკრულების თანახმად, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო პროცესს კომფორტულ გარემოში დაიწყებენ.

სოფელში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

ნანახია: 1975 - ჯერ