საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/160208605_5411081905599007_9162397580709502962_o.jpg

საღანძილესა და ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდა

ხარაგაულის ორ სოფელში ახლი საბავშვო ბაღები აშენდა

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც ძველი, ამორტიზებული შენობა იყო და სოფელ საღანძილეში, სადაც სკოლამდელი განათლების დაწესებულება არასდროს ყოფილა.

ახლად აშენებული საბავშვო ბაღები, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე კობა გაბუნიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტის მიხედვით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები.

საბავშვო ბაღებში დასაქმდა ახალი კადრები. შენობები ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღიჭურვა ახალი ინვენტარით და აღსაზრდელებისთვის საჭირო ყველა რესურსით.

ხარაგაულის მერისგან და მაჟორიტარი დეპუტატისგან საბავშვო ბაღებს ციფრული ტექნიკა გადაეცათ.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინიციატივით და რიკოთის ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის მხარდაჭერით, საჩუქრები მიიღეს ასევე, ვეტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.

საბავშვო ბაღების პროექტების ღირებულება 1,5 მილიონ ლარზე მეტია.

 

ნანახია: 2213 - ჯერ