საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0520_1.JPG

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა

1 მარტს დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას -პანდემიასთან შესაბამისობაში, პირადად გაეცნო.

ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე ტესტი კორონავირუსზე ყველა აღმზრდელმა და პედაგოგმა ჩაიტარა.

"ბავშვების უსაფრთხოების მიზნით და კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, სასწავლო ჯგუფებში რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. საბავშვო ბაღში აკრძალულია გარეშე პირების შემოსვლა. გათვალისწინებული და დაცულია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ყველა რეგულაცია. იმედი გვაქვს სასწავლო პროცესი აღარ შეჩერდება,“-განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ.

ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი, 1-ელ მარტს, მხოლოდ დაბის ორ საბავშვო ბაღში განახლდა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებში სწავლა 4 მარტიდან აღდგება.

ნანახია: 1849 - ჯერ