საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0152.JPG

კიცხის თემში სოფლის კრებები ჩატარდა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრების ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები ხარაგაულში, კიცხის თემში შედგა.

ბორის, კიცხის, იგორეთის, საქარიქედის და თეთრაწყაროს მოსახლეობამ სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები განსაზღვრა.

საერთო კრებების ჩატარებას ზემოთ ხსენებულ სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი და მოადგილე, დავით დევდარიანი უძღვებოდნენ.

ბორის და საქარიქედის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხით, რომელიც თითოეული სოფლისთვის 12 000 ლარით განისაზღვრა, საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება გადაწყვიტა.

კიცხში 16 000 ლარს წყლის სისტემის მოწყობას და სოფლის სკვერის კეთილმოწყობისთვის მასალების შეძენას მოახმარენ.

იგორეთის მოსახლეობა კუთვნილი 10 000 ლარით ასევე, საუბნო გზის შეკეთებას გეგმავს.

თეთრაწყაროში კი, 12 000 ლარი წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შეძენას(ავზი, წყლის მილები), წყლის სათავე ნაგებობის და სოფლის წისქვილების რეაბილიტაციას მოხმარდება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა ლეღვნის თემში, 26 თებერვალს ჩატარდება.

ნანახია: 1236 - ჯერ