საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/127505228_2069673493167568_6438620301864245440_o.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

ხარაგაულის ახლად არჩეული მერი, კობა ლურსმანაშვილი, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
ახლად არჩეული მერი პირველივე სამუშაო დღეს აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრაში.
კობა ლურსმანაშვილმა საჯარო მოხელეებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ სამომავლოდ საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის საკითხი, რაც ხარაგაულის ინტერესებისა და განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელია.
,,ყველა მოქალაქისათვის მერის კაბინეტის კარი ღია იქნება და აქტიურ სამუშაო რეჟიმში ვიმუშავებ. შევეცდები, გავამართლო იმ ადამიანთა იმედები, რომლებმაც მხარდაჭერა გამომიცხადეს და ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავეცი, განვახორციელო.
ჩემი მიზანია, ყველა საკითხი, რაც დღეს მუნიციპალიტეტში აქტუალურია, უმოკლეს დროში გადაწყდეს და ხარაგაული ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული მუნიციპალიტეტი გახდეს .“-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.
ახლად არჩეულ მერს სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების გაცნობა პირველ სამუშაო დღეს არ დასჭირვებია, რადგან ყველა თანამშრომელს აქამდეც კარგად იცნობდა. იგი ხარაგაულის გამგებლის თანამდებობას 2013-2016 წწ. იკავებდა.
2016 წელს არჩეულ იქნა ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატად.
აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის მერის რიგგარეშე არჩევნებზე კობა ლურსმანაშვილს ნდობა მოსახლეობის 55, 7 % -მა გამოუცხადა.
ნანახია: 1994 - ჯერ