საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_36.jpg

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოებაში მიიღო.

ბიუროს სხდომა 16 ნოემბერს 11 საათზე ხარაგაულის საკრებულოში ჩატარდა და ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიურ ფორმატში მოხდება, რის შემდეგაც შენიშვნებით და რეკომენდაციებით კვლავ მერიას დაუბრუნდება.

მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 17 ნოემბერს 11 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გამართავს.

ნანახია: 2359 - ჯერ