საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_27.jpg

რა გაკეთდა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს მოგიყვებით რა გაკეთდა იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ეს ფარცხნალის თემია - თემი, რომელმაც ათეულობით აკადემიკოსი, პროფესორი და სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებლები აღუზარდა ქვეყანას.
სწორედ ამის გამო სოფელი ფარცხნალი, შესაძლოა სოფელ მუზეუმად ჩამოყალიბდეს და გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდეს.
ფარცხნალს და მის გენიალუირობას წიგნი „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“ მიუძღვნა ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ.
ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 სოფელი-ფარცხნალი, ახალსოფელი, ისლარი და ღუდუმექეთი შედის.
ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 4 კმ-ია.
ტოპონიმ ფარცხნალის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ადრე, ჟამიანობის დროს, სოფელს სენი მოსდებია. დაავადებულებისთვის სოფლის განაპირად ფარცხები აუშენებიათ, რათა ჯანმრთელი ადამიანებისაგან იზოლირებულად ყოფილიყვნენ. როცა სენს გადაუვლია, გადარჩენილ მოსახლეობას ფარცხების სიმრავლის გამო და გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სოფლისთვის „ფარცხნალი“ უწოდებია.
ფარცხნალში აღინიშნება სახალხო დღესასწაული კახორობა, როცა მომლოცველთა უწყვეტი ნაკადი, 2 დღის განმავლობაში, კახორის მთისკენ ეკლესიის მოსალოცად მიდის.
სოფლები-ისლარი, ღუდუმექეთი და ახალსოფელი მდინარე ჯიხველას ნაპირზე გაშენებული იმერული პატარა სოფლებია, სადაც ძველ ოდებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერწყმის.
სოფელ ფარცხნალში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გზას;
მობეტონდა ისლარის ცენტრალური გზა;
მოეწყო გარე განათება ისლარისა და ფარცხნალის მთავარ გზაზე;
ისლარში მოეწყო სარიტუალო სახლი;
სოფელ ისლარში წყლის სათავე ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
ახალსოფელში, სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოიხრეშა;
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას ფარცხნალში, ბარის უბანში;
სოფელ ფარცხნალში 2 სასაფლაოს ღობეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა სოფელ ფარცხნალში;
ჩაუტარდა რეაბილიტაცია სოფლის წისქვილებს ოთხივე სოფელში;
ასევე, ოთხივე სოფელში საჭიროებისამებრ გაიცა სასმელი წყლის ავზები და წყლის მილები;
კეთილმოეწყო ცაცხვის წყარო სოფელ ფარცხნალში;
გარე განათება მოეწყო ისლარისა და ფარცხნალის მთავარ გზაზე;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ეტაპად სოფელ ღუდუმექეთის გზას.
ფარცხნალის თემში გაზიფიცირებულია სამი სოფელი ახალსოფელი, ფარცხნალი და ისლარი.
ნანახია: 1923 - ჯერ