საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/122701432_2921218164792004_6417245482845177527_o.jpg

ხარაგაულის 2020 წლის ეტალონი მოსწავლე ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ლელაძე გახდა

ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე ხიდრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი გიორგი ლელაძე გახდა. 
დღეს ხარაგაულში, 2020-2021 სასწავლო წლის ეტალონის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომლის მეშვეობითაც ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა.
მეორე ადგილი დაიკავა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელენე ჩიჩილიძემ.
ხოლო მესამე ადგილზე ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჭანკოტაძე გავიდა.
პროექტ „ეტალონის“ ავტორის და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, ხარგაულელმა მოსწავლეებმა, წელს განაკუთრებულად და გამორჩეულად მაღალი შედეგი აჩვენეს.
სამეულში მოხვედრილმა მოსწავლეებმა თანაბრად 80-80 ქულა აიღეს, თუმცა მათი ადგილები წამების მიხედვით გადანაწილდა.
ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, „ეტალონის“ პირველ სამეულს მერიისგან, ტრადიციულად, ფულადი ჯილდო გადაეცემა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინიციატივით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მეოთხე და მეთერთმეტე ადგილზე გასულ მოსწავლეებს.
ეტალონის ფინალური შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბერში, ქ. თბილისში ჩატარდება, სადაც ხარაგაულის ეტალონის მოსწავლე გიორგი ლელაძე მიიღებს მონაწილეობას.
ნანახია: 1202 - ჯერ