საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1380.JPG

ხარაგაულში დებატების კლუბის გამარჯვებულები დააჯილდოეს

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის" 2020 წლის თებერვალში დაიწყო და მისი პირველი ეტაპი საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადება იყო.

ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი, პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოხდა. შესაბამისად, დებატების კლუბის გახსნა, სუპერვაიზირება, მოსწავლეთა მომზადება და საჯარო დებატები ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის" 2020 წლის თებერვალში დაიწყო და „კონრად-ადენაუერის ფონდის", „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა" და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საჯარო გამოსვლების ონლაინკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო დებატკლუბების წევრი 14-17 წლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და თბილისი. მთლიანობაში საჯარო გამოსვლების ონლაინკურსში მონაწილეობა 222-მა მოსწავლემ მიიღო.

დებატების კონკურსში ხარაგაულელი მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები. უფრო მეტიც, ისინი საუკეთესო ათეულში მოხვდნენ და დღეს, ფონდის წარმომადგენლებმა სერტიფიკატები და სასაჩუქრე ბარათები პირდად გადასცეს. დაჯილდოების ღონისძიება ხარაგაულში, ღია სივრცეში გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში, კობა ლურსმანაშვილი და საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი. მარინა ვეფხვაძე დაესწრნენ. დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და პროექტში მონაწილე აქტიური მასწავლებლები.

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, თინათინ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში იყო ის, რომ ჩვენ დავიწყეთ მოსწავლეებზე ზრუმვა გაცილებით უფრო ფუნდამენტურად, ვიდრე ეს სხვა დროს გაგვიკეთებია. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა მასწავლებელთა კორპუსი, იმისათვის, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი პროექტი, არამედ გაცილებით გრძელვადიანი და შევძლოთ, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ისეთ უნარებს, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების წარდგენა, გუნდურობა, ორგანიზებულად, არგუმენტირებულად და სტრუქტურულად სიტყვით გამოსვლა და ამ ყველაფრისათვის ჩვენ ვმუშაობდით არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებლებთან, რომელთაც თვითონ უნდა შეძლებოდათ შეექმნათ ადგილზე დებატების კლუბები და ეს მოახერხეს ძალიან წარმატებულად და დისტანციურ რეჟმშიც გააგრძელეს მუშაობა“.

ნანახია: 2033 - ჯერ