ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბჟინევში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
ვერტყვიჭალა-ბჟინევის დამაკავშირებელ გზაზე, პირველ ეტაპზე 1 500 მეტრიან მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია!
სოფელი ბჟინევი, ხუნევის თემში, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან 7 კილომეტრში, ზვის დონიდან 820 მეტრზე მდებარეობს.
სოფელში მუმდივი მაცხოვრებელი 12 ოჯახია შემორჩენილი. ადგილობრივები სოფლის გზის რეაბილიტაციას დიდი იმედით ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ სოფელს ძველი სიცოცხლე დაუბრუნდება!