რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.
აგვისტოს ომში ერთადერთი ხარაგაულელი, სოფელ ხიდრის მკვიდრი, ზაზა გლუნჩაძე დაიღუპა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის საფლავი.
ზაზა 41-ე ბატალიონში იბრძოდა. მას დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან, რა დროსაც მტრის დაბომბვას, 8 აგვისტოს, ცხინვალში ემსხვერპლა.