კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0034.JPG

30 სექტემბერს, ხარაგაულში, პროფესიული განათლების ცენტრის გახსნაზე იმსჯელებენ

EUCEN “-ის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო,  ევრო  აკრედიტაციის  მფლობელი, საქართველო-უკრაინის  სოციალურ  ურთიერთობათა   ინსტიტუტის  არაფორმალური  პროფესიული  განათლების  ცენტრი, ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სასწავლებელში  გასაუბრების   საფუძველზე     IX  და  XII   კლასდამთავრებულები, ასევე  X, XI, XII  კლასის  მოსწავლეები მიიღებიან.  დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ  დაეუფლონ შემდეგ   სპეციალობებს: კომპიუტერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული  ინჟინერია; დაცვა-პატრულირება; გარემოს დაცვა; კრიმინალისტი; ბანკის ოპერატორი; ფარმაცევტის თანაშემწე; კბილის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების  დამამზადებელი; ხილ-ბოსტნეულის პირველადი  გადამამუშავებელი; ვეტერინარი; ბაგა-ბაღის  აღმზრდელი; კორესპონდენტი; გიდი, ტურიზმი. 

აღნიშნულ  საკითხებთან  დაკავშირებით    30  სექტემებრს, 13  საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში,  ცენტრის  დამფუძნებელი ბ-ნ გარი ჩაფიძე    გამართავს შეხვედრას. დასწრება თავისუფალია.  გთხოვთ მობრძანდეთ.

 

ნანახია: 6956 - ჯერ