კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9453.JPG

ხარაგაულში ოლიმპიადის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  გარბენი მოეწყო

 ოლიმპიადის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ხარაგაულში ოლიმპიური გარბენი მოეწყო.  30-მდე ხარაგაულელი ახალგაზრდა გარბენში ე.წ. „ხანდების“ მიმდებარე ტერიტორიიდან სპორტსკოლამდე შეეჯიბრენ ერთმანეთს, რის შემდეგაც პირველი სამი ადგილის მფლობელი მონაწილეები გამოვლინდნენ.

პირველი ადგილი მიხეილ დალალიშვილმა დაიკავა, მეორე-ლუკა ცხვედაძემ, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა ლევან ქისტაურს. ოლიმპიურ გარბენში მონაწილე ახალგაზრდები ოლიმპიადის მაისურებით, სიგელებითა და სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ოლიმპიადის საერთაშორისო დღე 23 ივნისს აღინიშნება.

ხარაგაულში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე  მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა (უფროსი ირინე ჩხეიძე) და  ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით გაიმართა.

ნანახია: 5976 - ჯერ