კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkghnm%20b.JPG

„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა

12 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,  ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა  გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბა ხარაგაულის, მოლითის, ბაზალეთისა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულები დაუპირისპირდნენ. გუნდები 6-6 კაცისგან იყო დაკომპლექტებული.  თამაში კი 20 კითხვისგან შედგებოდა.

გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა, რომელმაც 16 ქულა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი 13 ქულით კიცხის ადმინისტრაციულმა ერთეულმა დაიკავა.

„რა? სად? როდის?“ წამყვანის, დავით ჩადუნელის ინფორმაციით, პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი ექსკურსიით დასაჩუქრდება. ყველა მონაწილე გუნდს საჩუქრად საკუთარი გუნდის ფოტო გადაეცა.

ნანახია: 6705 - ჯერ