ხარაგაულელ მოსწავლეებს, რომელთაც სასწავლო წელი 2017 წელს დაამთავრეს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაჯილდოების ცერემონიალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დესწრო. მერმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 19 წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთა უმრავლსეობაც უკვე სტუდენტია დიდი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შინაგანი კულტურა განათლებაზეა დამოკიდებული.
2016-2017 სასწავლო წელს ხარაგაულში 14 ოქროს და 5 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა.