კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdgfhfhjcghn.jpg

პრემიერა - „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა.
სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა და ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.

პრემიერას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სპექტაკლმა ანშლაგით, მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. 

სპექტაკლში მონაწილეობენ:
ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე
თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური
ბაბალე - ლუიზა კიკნაძე 
კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი
ცხვარი - მაია ბერაძე
მგელი - ვასილ კიკნაძე
მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი
ნაცარქექია - გიორგი მაქაძე
დევი - ბექა ხიჯაკაძე

მხატვარი - გაიოზ შუბითიძე
გრიმი - ლია თაბუკაშვილი
მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი
განათება - ირაკლი შარიქაძე
ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე

 

ნანახია: 6727 - ჯერ