ხარაგაულელი ზაურ ბერაძის გამარჯვებით დასრულდა 23 წლამდელთა შორის 86კგ. წონით კატეგორიაში, საქართველოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში.
დაძაბულ ორთაბრძოლაში ზაურ ბერაძემ მირიან მაისურაძეს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიღებული შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრები, რომლებიც მარტში სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
ვულოცავთ ზაურს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!