კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0095.JPG

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“-  ფინალში გიმნაზიამ გაიმარჯვა

24 დეკემბერს ხარაგაულის კინოთეატრში, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალური შეხვედრა ჩატარდა.  

კონკურსის გამარჯვებული წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მოლითის საჯარო სკოლის გუნდს. პროექტში მონაწილეთა შედეგებს სპეციალური ჟიური აფასებდა.

ფინალურ შეხვედრაში მოლითის, მარელისის, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების, ხარაგაულის გიმნაზიისა და ბორის სკოლა პანსიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შემეცნებითი კონკურსი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.   

გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ერთ დღიან ტურს მოუწყობს ბაკურიანში.

ტურიზმისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინიციატივით, კი 2019 წლის ზაფხულზე ფინალში მონაწილე გუნდები ზვარის კარვების ბანაკში უფასოდ დაისვენებენ.

 

ნანახია: 6815 - ჯერ