კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/djhfgjkfhgjhgjkh.JPG

ინტელექტუალურ თამაშში - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“  ფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაშის - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ნახევარფინალში საღანძილის, ლაშის, დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდნენ, რომელთა შორისაც ფინალში მონაწილეობის საგზური გიმნაზიის ჯგუფმა მოიპოვა. ფინალში ასევე, ითამაშებენ, სხვადასხვა დროს, შეჯიბრის პირველ ადგილზე გასული გუნდები (კიცხის ზონა - ბორის სკოლა-ინტერნატი; ტრასის ზონა - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; მოლითის ზონა - მოლითის საჯარო სკოლა; მოლითის ზონა - მარელისის საჯარო სკოლა (საუკეთესო მეორე ადგილი)). ინტელექტუალური თამაშები ხარაგაულში  დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს.

სკოლის გუნდები 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული.

ფინალური თამაში დეკემბრის ბოლოს გაიმართება.

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - იდეის ავტორი მამუკა ჭიპაშვილი გახლავთ და პროექტი უკვე მეხუთე წელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით მიმდიმანარეობს.

ნანახია: 7076 - ჯერ