კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_24.jpg

ხარაგაულის თეატრმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თეატრალური წარმოდგენა გამართა

 პანდემიის პირობებში თეატრებისთვის ახალი სივრცე იბადება - ღია, თავისუფალი, თანაბარი სივრცე 

სადაც, მსახიობებსა და მაყურებელს შორის კიდევ უფრო ახლო კონტაქტი მყარდება. თეატრალური ხელოვნების აღქმა კი, უფრო მარტივი ხდება.

ხარაგაულის სახალხო თეტრმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, „დარისპანის გასაჭირი“ მუზეუმის ეზოში, თვისუფალ სივრცეში ითამაშა.

თეატრი წელს 120 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2020 წლის იმერეთის თეატრალურ ფესტივალს ხარაგაულის საუკუნოვანი თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გახსნის.

თეატრის რეჟსორის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, დასი ახალ სპექტაკლზე მუშაობს და მოუთმენლად ელოდება მაყურებელთან შეხვედრას.

ნანახია: 2420 - ჯერ