კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%90%E1%83%B0.jpg

თოჯინების თეატრი კურორტ ნუნისს ესტუმრა

აქ სულ სხვა სამყაროა 
აქ მსახიობები უსულო საგნებს აცოცხლებენ
აქ ნახავთ ბავშვების ემოციების ცოცხალ გამოხატულებას, გულწრფელ გრძნობებს და იმ ჰარმონიას, რომელიც უხილავ მსახიობებსა და პატარა მაყურებელს შორის მყარდება. 

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით, 10 წელია აბედნიერებს ხარაგაულელ მაყურებელს.ზაფხულის ბოლო დღეს, თეატრი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ესტუმრა და კურორტ ნუნისის ტერიტორიაზე სპექტაკლი „აბა, დამაცადეთ თაგუნებო“ წარადგინა.

კურორტ ნუნისის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი დღე ხარაგაულის თოჯინების თეატრისა და ბალნეოლოგიური კურორტის მეგობრობის დასაწყისია.

თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე მადლობას უხდის კურორტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და ბავშვებისთვის საუცხოო გარემოს შექმნისთვის. „არაჩვეულებრივი გარემო დაგვახვედრეს, როგორც თეატრისთვის, ასევე ბავშვებისთვის ძალიან კომფორტული. სამი სოფლის ბავშვები ესწრებოდნენ და ეს მაღალმთიანში მცხოვრები პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც დიდი სიხარულით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ასევე მადლობაზვარეში მერის წარმომადგენელს და დეპუტატს ორგანიზებაში ჩართულობისთვის და მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის!

 

ნანახია: 2137 - ჯერ