ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjcvbnm_1.png

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხარაგაულში შეხვედრას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  21 ივნისს, 14 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და რაგბის კავშირი შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან რაგბისტები, რომლებიც ისაუბრებენ მათი წარმატების და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის კავშირთან ერთად, 2010 წლიდან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ინოვაციურ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანია მოზარდებში რაგბის მთავარი ღირებულებების: თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გაზიარება.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

შეხვედრის ორგანიზებას ხარაგაულში მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო უზრუნველყოფს.

ნანახია: 6911 - ჯერ