ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/jklhbjk%2C_1.jpg

საგაზაფხულო ღონისძიებები ხარაგაულში

„ქალს-გაზაფხულს“ მიეძღვნება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და მუსიკალური სკოლის ორგანიზებით დაგეგმილი, მუსიკალურ ბენდ „გრავეს“ ღონისძიება, რომელიც კინოთეატრში, 6 მარტს, 15 საათზე ჩატარდება.
„მამაკაცები აღმზრდელებად“ - საინტერესო გამოწვევა მიიღეს ხარაგაულელმა მამაკაცებმა, რომლებიც ქალთა დღეებისადმი მიძღვნილ კვირეულში, ერთ დღეს საბავშვო ბაღებში აღმზრდელებად გაატარებენ.ხარაგაულის გენდერული საბჭოსა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ერთობლივი პროექტი, 6 მარტს, დილის ცხრა საათიდან მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განხორციელდება.
ასევე, 6 მარტს, 14 საათიდან ხარაგაულის კინოთეატრის ფოეიში ქალთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
7 მარტს, სადღესასწაულო შეხვედრას მოუწყობენ, საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მათ ვინც 40 წელზე მეტი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიას - ბავშვის აღზრდას მოახმარეს, ხარაგაულის მერია სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებს. ღონისძიება დაბის #1 საბავშვო ბაღში 12 საათზე დაიწყება.

ნანახია: 7942 - ჯერ