ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgfhjghkhjk.JPG

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები,, - პერფორმანსი ხარაგაულის ქუჩებში

აქცია - პერფორმანსით დაასრულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანია.

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ - სიმბოლურად ასე უწოდეს პერფორმანსს, რომელსაც ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებელი ჰყავდა.

 ,,ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, ხმამაღლა მოგვეყოლა ქალების ამბები, იმ ქალების, რომელთა უფლებები არაა დაცული. თითოეული ქალის ფეხსაცმელი ჰყვება ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია. ჩვენ ავიღეთ პროტოტიპები, რომლებთანაც შეხება გვქონია,  ჩვენ გარშემო ცხოვრობს და ვერ საუბრობს თავის მძიმე ცხოვრებაზე. აქციას ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებლები ჰყავდა, საინტერესო იყო მათი რეაქციები.  ყურადღების მიქცევის და სათქმელის ამ ფორმით გამოხატვის ეს  მეთოდი დიდი ხანია  გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა აქციის დროს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახეს. კამპანია დასრულდა, მაგრამ საუბარი , განსჯა და ფიქრი ამ თემაზე კვლავ გრძელდება“ - ამბობს მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე.

წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მოწოდება გახლდათ ,,შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომით სამყაროში“. კამპანიის ბოლო დღეს შეხვედრა ჩატარდა, ასევე, ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, თემაზე - გენდერული თანასწორობა.

 

          

                        

 

 

             

 

 

ნანახია: 9260 - ჯერ