Tenders
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd%20(1)_1.jpg

ხარაგაულის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ბორითში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 99.54 კვ.მ ფართის ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით , ხარაგაულის მერია აუქციონს აცხადებს.

 ს/კ 36.03.41.024.01.500, საწყისი საპრივატიზებო ღირებულებით 24 900 ლარი.

 წინასწარი შესატანი „ბე“-ს ოდენობა საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 30%.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

 „ ბიჯი“-საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 10%;

 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გაფორმდება მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის.

 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300283313 (არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი).

აუქციონი 2024 წლის 4 ივნისს დღის 13.00 საათზე გამოცხადდა და 2024 წლის 13 ივნისს დღის 13.00 საათზე დასრულდება.

ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: eauction.ge .

 

 

 

ნანახია: 537 - ჯერ