ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/FamilyMedicine1-435x235.jpg

ვარძიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

26 ივლისს, ხარაგაულის სოფელ ვარძიაში, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.
„ბომონდი“ შენი ჯანმრთელობისთვის“, -აღნიშნული სლოგანით ქუთაისში არსებულმა "კლინიკა ბომონდმა" იმერეთის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია დაიწყო.
პროექტი, რომელიც მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას საცხოვრებელ ადგილზე ითვალისწინებს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. მის მიზანს სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს.
სამედიცინო აქცია, დილის 11 საათიდან, ვარძიის საჯარო სკოლაში დაიწყება, მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ, მიმდებრე სოფლების კიცხის, წყალაფორეთის და ხიდრის მოსახლეობამ.
აქციის ფარლებში, ადგილობრივები 12 სხვადასხვა პროფილის ექიმის (დერმატოვენეროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, ბავშვთა ქირურგი) მომსახურებას მიიღებს.
„კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა, რომელიც 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა.
„კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.
ნანახია: 6891 - ჯერ