ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0171.JPG

ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულს„ - წლის შემაჯამებელი შეხვედრა

26 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი ხარაგაულს“ დამფუძნებელმა რუსუდან გურგენიძემ,  საზოგადოებას წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. 

ღონისძიებას, ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე,  სხვადასხვა პროექტებში ჩართული ბენეფიციარები და შშმ პირების მშობლები დაესწრნენ.

რუსუდან გურგენიძემ  2018 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობელთა კომიტეტის ჩამოყალიბება იყო. მშობელთა კომიტეტი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და მართავდა შეხვედრებს.  სამუშაო ფორმატში შეხვედრები ჩაატარეს ხარაგაულის მერთან, სოციალურ სამსახურთან, სადაც განხილებოდა სხვადასხვა პრობლემატური საკითხები და ისახებოდა მიზნები, რაც შშმ პირების სოციალიზაციასა და საზოგადოებაში მეტ ინტეგრაციაზე იყო ორიენტირებული. პროგრამის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ფსიქოლოგთან, ვიზიტი დღის ცენტრ „ორიონში“, ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება შშმ ბავშვებისთვის. 

რუსუდან გურგენიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობებში. მისი განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც მთელი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგი გამოიღო არის, ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტში მძიმე დარღვევების მქონე შშმ პირთა სოციალური დახმარების პროგრამა აისახა. 

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ, მათ შორის მშობლებმა, თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს ქალბატონ რუსუდანს, საინტერესო და სასარგებლო პროექტისთვის და მომავალში უფრო მეტი აქტიურობისა და ჩართულობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

ნანახია: 8103 - ჯერ