ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90.jpg

ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში

ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. 
სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან თანხას ხარჯავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური არსებული რესურსის ფარგლებში აქტიურ პოლიტიკას ატარებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.
მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მიმდინარე წელს მოქმედებს 21 ქვეპროგრამა. მათ შორის ორი ქვეპროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო 19 - სოციალურ უზრუნველყოფას.
მერიის მიერ განხორციელებული პროგრამებია:
 
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს კვლევების, ოპერაციების, სამედიცინო მომსახურების და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მედიკამენტების დაფინანსებას.
მიმდინარე წელს ქვეპროგრამა განისაზღვრა 307,0 ათასი ლარით. დაზუსტებული წლიური გეგმა შეადგენს 348,2 ათასს. დღემდე ანგარიშსწორება მოხდა 297,2 ათ. ლარზე, ისარგებლა 610 ბენეფიციარმა.
კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა დახმარება, რომელიც მოიცავს 0-დან 18 წლამდე ასაკის იმპლანტით მოსარგებლეთა ელემენტით უზრუნველყოფას. გეგმა დაზუსტების შედეგად განისაზღვრა 5.0 ათ. ლარით. დღეისთვის ქვეპროგრამით ისარგებლა 3 ბენეფიციარმა და დახარჯულია 3,6 ათ. ლარი.
შშმ პირთა დახმარება, რომელიც მოიცავს 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის და მედიკამენტების დაფინანსებას, ასევე, შშმ პირის, რომელიც საჭიროებს მომვლელს, ყოველთვიურ დახმარებას. ქვეპროგრამით 9 თვეში დახარჯულია 25.9 ათასი ლარი და ისარგებლა 57 ბენეფიციარმა.
ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 60.0 ათასი ლარით. დაზუსტებული წლიური გეგმაა 132.0 ათ. ლარი. 9 თვეში დახარჯულია 100.4 ათასი ლარი. როგორც მოგეხსენებათ, კარანტინის პერიოდში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის დახმარების გაცემა მოქალაქეებზე, სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა ეტაპზე სურსათის შესაძენად გამოიყო 24.0 ათ. ლარი, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებისთვის _ 5.0 ათ. ლარი.
ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების დახმარება, რომელიც განიზღვრა 23.0 ათ. ლარით, თუმცა, პანდემიის პირობებში დიალიზზე მყოფი მოქალაქეებისთვის მომსახურების შეუფერხებლად მიღების მიზნით დამატებით გამოიყო 10.0 ათ. ლარი.
ჩვეულებრივ, დიალიზის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარს ტრანსპორტისთვის თვეში ერიცხებოდა 100 ლარი, პანდემიის პერიოდში (3 თვის განმავლობაში) ბენეფიციარის თანხა გაიზარდა 200 ლარამდე, ხოლო ივლისის თვიდან თანხა განისაზღვრა 150 ლარით. ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება წლიურად განსაზღვრულია 600 ლარით. მოსარგებლეა 3 ბენეფიციარი, ხოლო დიალიზის პროგრამაში ჩართულია 15 მოქალაქე. დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებისთ დახარჯულია 22,7 ათ. ლარი.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომლის მოსარგებლეა 4 და მეტი შვილიანი ოჯახი. დახმარება შეადგენს თითოეულ ბავშვზე 50 ლარს. ქვეპროგრამით ისარგებლა 43 ოჯახმა, დახარჯულია 9,4 ათ. ლარი.
მარტოხელა მშობლების დახმარება. ბიუჯეტი განისაზღვრა 3.0 ათ. ლარით, დახარჯულია 1.2 ათ. ლარი, ისარგებლა 6 ბენეფიციარმა.
მარჩენალდაკარგულთა დახმარება. დახმარების მიმღებია 21 წლამდე ასაკის დედით ან მამით ობოლი ბავშვი. ქვეპროგრამით ისარგებლა 25 ბენეფიციარმა და დახარჯულია 4,8 ათ. ლარი.
ყოველთვიური დახმარების პროგრამის ბენეფიარები არიან სამამულო ომის ვეტერანები, უსინათლოები და დევნილები. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 49,2 ათ. ლარს. დღეისთვის დახარჯულია 30,4 ათ. ლარი და სარგებლობს 102 მოქალაქე.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება. დახმარების მიმღებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრი, რომელსაც პირველი რიგის მემკვიდრე არ ყავს და რომელზეც არ ვრცელდება ,,ომისა და სამხედრო ძალების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის კრიტერიუმები. დახმარება განისაზღვრება 2000 ლარით და სარგებლობს 4 ბენეფიციარი.
ხანდაზმულთა დახმარება. დახმარების მიმღებია 100 წელს გადაცილებული მოქალაქე. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში გვყავს 3 ბენეფიარი. დახმარება განისაზღვრება 500 ლარით.
სადღესასწაულო დღეების დახმარება. დახმარება მოიცავს სადღესასწაულო დღეებში მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. მიმდინარე წელს ქვეპროგრამით დაიხარჯა 9,0 ათ. ლარი.
სოციალურად დაუცველი ან უპატრონო გარდაცვლილის ოჯახის დახმარება; დახმარება გაიწევა 57000 ქულამდე სოც. დაუცველი ან უპატრონო მიცვალებულის ოჯახს. ამ მიმართულებით დახარჯულია 6400 ლარი და ისარგებლა 30 ოჯახმა. მათ შორის, 600 ლარი მიმართულია სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად.
ახალშობილთა ოჯახების დახმარება. პირველი ბავშვის შეძენისას ოჯახისათვის გაწეული დახმარება შეადგენს 100 ლარს, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში_150 ლარს, მესამე_200 ლარს, მეოთხე_250 ლარს, მეხუთე_300 ლარს და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას თანხა იზრდება 50 ლარით. ტყუპების შეძენის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით. დღეის მდგომარეობით 112 ახალშობილის ოჯახზე გაწეული დახმარება შეადგენს 18,55 ათ. ლარს.
ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვა დაკრძალვის ხარჯი შეადგენას 250 ლარს და ამი მიმართულებით დახარჯულია 0,5 ათ. ლარი.
სტიქიური მოვლენების, ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალური დახმარება მოიცავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა დახმარებას და უსახლკარო პირთა მინიმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფას. მიმდინარე წელს ბინის ქირით უზრუნველვყოფთ 3 მოქალაქეს, გასულ წელს ლეღვანში მომხდარი სტიქიის შედეგად დზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად დახარჯულია 91345 ლარი, ხანძრის შედეგად დაზარალებულია 22 ოჯახი და დახმარება გაწეულია 24500 ლარზე, ხოლო საცხოვრებლად საშიში და უვარგისი პირველი კატეგორიის დახმარება გაიცა 12 ოჯახზე თანხით 16100 ლარი. ჯამში ამ მიმართულებით 9 თვეში დახარჯულია 133,7 ათ. ლარი.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მერიის სარეზერვო ფონდიდან სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი იქნა 46180 ლარი. აქედან 5600 ლარი მიმართულია შშმ პირთა დახმარების ქვეპროგრამაში, 6780 ლარი მიმართულია სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამაში, ხოლო 33800 ლარი დახარჯულია საგანგებო მდგომარეობის დროს სხვადასხვა ღონისძიებისთვის.
ა(ა)იპ სათნოების სახლში, დღეის მდგომარეობით უფასო სადილს იღებს 73 ბენეფიციარი. კვებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 57730 ლარს. მიმდინარე წლის 9 თვეში სათნოების სახლს ბენეფიციართა კვებასა და დახმარებაზე გაწეული აქვს 38691 ლარის ხარჯი. აქედან ერთჯერადი დახმარება განცხადებისა და ბრძანების საფუძველზე შეადგენს 686 ლარს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დახმარება მოწყვლად ჯგუფებზე გაიცა 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე სურსათი გაიცა 70+ მარტოხელა 200 მოქალაქეზე, სასურსათო კალათის ღირებულება შეადგენდა 6500 ლარს, მეორე ეტაპზე _ გაიცა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე და დაიხარჯა 5508 ლარი. ყოველდღიურ კვებაზე 9 თვეში დახარჯულია 26000 ლარი.
ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან კომპეტენციის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული COVID-19-ის მართვაში. დღემდე ტესტირება ჩაუტარდა 1000-მდე ადამიანს. დღეის მონაცემებით, დადასტურებულია 2 შემთხვევა. შეუფერხებლად მიმდინარეობს ეპიდზედამხედველობის და იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამები. გასულ წელს ჩატარდა C ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული საპილოტე სკრინინგ-პროგრამა, სადაც დადებითია 13 შემთხვევა და წელს მიმდინარეობს დადასტურებული შემთხვევების მართვა მიდევნების პროგრამით.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მომსახურებას უწევს 14 ს/ამბულატორია, რომელთაგან 4 ორბრიგადიანია, დანარჩენი 10 _ ერთბრიგადიანი. სულ 18 ექიმი და 19 ექთანი. წელს მოხდა ამბულატორიების ინტერნეტიზაცია, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ შეფერხება ჯანდაცვის პირველადი რგოლის მომსახურებისას.
ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვის მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მეშვეობით ხარაგაულში წლის ბოლოდან დაიწყება 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ადრეული განვითარების მომსახურება, რომელიც გათვლილია 30 ბავშვზე, ამ მიზნით გარემონტდა და ადაპტირდა შესაბამისი ფართი და წლის ბოლომდე აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.
მოქალაქეებს სამსახურის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში გაეწევათ კონსულტაცია საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებასა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახური აქტიურადაა ჩართული COVID-19-ის მართვის პროცესში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1800 ოჯახია სოციალური შემწეობის მიმღები. გასული წლის სექტემბერის მონაცემებით შემწეობას იღებდა 1160 ოჯახი.
• სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან, გაიწევა კონსულტაციები ვეტერანებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, ხდება მათი დახმარება მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.
• სამსახურის მიერ გარკვეული მუშობა მიმდინარეობს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. მუნიციპალიტეტის 20 ადმინისტრაციული ერთეულის კერძო სექტორში განსახლებულია 90 დევნილი პიროვნება, რომელიც გაერთიანებულია 34 ოჯახად. როგორც მოგეხსენებათ, აქ არ არსებობს დევნილთა კომპაქტური დასახლება და მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სოციალურ პროგრამაში შეძლებისდაგვარად ჩართულები არიან დევნილები; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია, მოქმედებს დევნილთა ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოჯახს ერიცხება თვეში 30 ლარი. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, გამონაკლისის სახით, ხდება უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახების და მარტოხელა მოხუცების დახმარება საშეშე მერქნით.
სამსახურის მიერ ასევე ხორციელდება ეკომიგრანტი ოჯახების ადგილობრივ დონეზე მომსახურება. საანგარიშო პერიოდში შესწავლილია 17 ოჯახი და გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.
დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალური პროგრამები გენდერულად მგრძნობიარეა და მოიცავს თითქმის ყველა მოწყვლად ჯგუფს.
ნანახია: 321 - ჯერ