ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/fhgjfhkghjlkj.jpg
21/11/2018 10:56

კიბოს სკრინინგ პროგრამაში  ხარაგაული აქტიურადაა ჩართული

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო არაერთ სკრინინგ პროგრამას ახორციელებს. მოქალაქეებს უტარდებათ უფასო გამოკვლევები, რითაც სიკვდილიანობის შემცირების მიღწევაა შესაძლებელი. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს 4 კომპონენტს, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი -25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით; პროსტატის კიბოს სკრინინგი- 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ორივე სქესის ბენეფიციარებში 2 წლიანი ინტერვალით. იმერეთის მასშტაბით პროგრამას  ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული. სისტემატურად ხდება  მოსახლეობის ინფორმირება და ჯგუფების გადაყვანა  ქუთაისში, „ევექსის“ ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში. აღსანიშნავია, რომ  ტრანსპორტირებისა  და  კვლევის ხარჯები ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან  თითქმის  ყოველ კვირას ხორციელდება ბენეფიციარების  გამოკვლევა, ამ ეტაპზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი-შმაგი ხიჯაკაძე) ორგანიზებით  სკრინინგ პროგრამაში  300-მდე  ადამიანი ჩაერთო. ბენეფიციარების ინფორმირებას  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომელი ნანა ბერაძე უზრუნველყოფს.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dsrfgdfgdgdhhmkjhk%2Cbn.jpg
17/09/2018 17:25

 ხარაგაულში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია ბავშვებს გამოიკვლევს

შვედი ექიმები მუნიციპალიტეტში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და პრევენციის მიზნით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს გამოიკვლევენ.  ასოციაციის (ხელმძღვანელი Kale spens) წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდნენ და გამოკვლევების ჩასატარებლად კონკრეტული დეტალები განიხილეს. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში გამოკვლევებს ხვალიდან დაიწყებენ. მანამდე კი, 20-21 სექტემბერს, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების ექიმებს, ექთნებს, ასევე, უბნის ექიმებს სმენასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სემინარს ჩაუტარებენ. მნიშვნელოვანია, რომ ექიმები, თავისუფალ დროს, ჯანდაცვის ცენტრის შენობაში სხვა ბენეფიციარებსაც გამოიკვლევენ.  შვედი ექიმების ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება. გასულ წელს ასოციაციის წარმომადგენლებმა ხარაგაულში 850 ადამიანი გამოიკვლიეს და მათ შორის 70 ბენეფიციარს 100 000 ლარის ღირებულების სმენის აპარატები უსასყიდლოდ გადასცეს.  სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ვიზიტის ინიციატორი ხარაგაულში პროგრამის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონი გახლავთ.  ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
სრულად