ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, დღეს 14 საათზე რიგგარეშე სხდომას მართავს.
სხდომაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის, 14 დეკემბრის, N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხსენებელი მანანა ბარბაქაძე.
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. მომხსენებელი მანანა ბარბაქაძე.