წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0792.JPG

საკრებულომ მერიის მიერ ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა

17  ოქტომბერს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე  სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით  ცვლილების თანახმად,  მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს,  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი  თანხა  6 045 741 ლარი შეუმცირდა 18 290 ლარით და განისაზღვრა 6 027 451 ლარით. როგორც გელაშვილი აღნიშნავს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შემოსული მომართვების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯებში  ვალდებულებების დასაფარავად   დამატებით საჭიროა   35 000 ლარი და სათნოების სახლის სუბსიდიის  ხარჯებში კვების ხარჯების შესავსებად   4 000 ლარი. ამ უკანასკნელი ხარჯების შესავსებად სოციალური პროგრამებში მოხდეს ცვლილება ქვეპროგრამებს შორის და შესაბამისად იქნას თანხები გადატანილი.

მოხსენებით ბარათში საუბარი იყო ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაზე. ორგანიზაციას სუბსიდირების სახით ესაჭიროება   45 710 ლარი.  აქედან 20 710 ლარი იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის,  ძველი საკანალიზაციო სალექარების განმონტაჟებისა და ახალი სალექარების მოსაწყობად  18 000 ლარი და საწვავ-საცხები მასალების შესაძენად 7 000 ლარი.

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ წარმოდგენილ ცვლილებაში საუბარი ეხებოდა მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილის კაპიტალურ რემონტს, რომლისთვისაც 10 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   განისაზღვრა 16 770 420  ლარით, ხოლო  გადასახადები  21 459 820 ლარით.   

მოხსენებითი ბარათის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა წარადგინა თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა კომისიის სხდომაზე დასმულ კითხვებსა და მერიის წარმომადგენლების მიერ მათზე გაცემულ პასუხებზე. აქვე აღნიშნა, რომ ხარვეზების მიუხედავად კომისიამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებას.

საკრებულოს სხდომაზე ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი დაინტერესდა დასუფთავების სამსახურის მიერ მოთხოვნილ 22 ათასი ლარის ხარჯთაღრიცხვა თუ არსებიბს. შეგახსენებთ ამ თანხით იუსტიციის სახლის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა იგეგმება. რაზეც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა უპასუხა, რომ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა ა(ა)იპ-მა უკვე წარმოადგინა, რომელშიც დასაქმებული მუშა ხელის შრომითი ანაზღაურება გათვალისწინებული არაა.

სხდომის დასასრულს,  წარმოდგენილ საკითხს კენჭი მუხლობრივად უყარეს. დეპუტატთა  გადაწყვეტილებით მერიის მიერ ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილება დამტკიცდა.

ნანახია: 5247 - ჯერ