წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0001_1.JPG

რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის სახაზინო -საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. მოხსენებითი ბარათის თანახმად,  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის   ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა  დამატებით 300 000 ათასი ლარი მიიღო. საერთო ჯამში ამ მიმართულებით 570 000 ლარია  გამოყოფილი.    აღნიშნული თანხიდან 495 000 ლარი  დაზიანებული გზის რეაბილიტაციისათვის მიმართება,   75 000 ათასი ლარი  კი  ხიდების აღსადგენად.

გარდა ამისა, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტს დამატებით 55 080 ლარი გამოეყო, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს დაბა ხარაგაულსა  და მიმდებარე სოფლებში სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით მდინარის კალაპოტის გაწმენდა   და  სანიაღვრე არხებისა და სახიდე  გადასასვლელების მოწყობა.

 საბიუჯეტო  ცვლილების თანახმად,  ჯარიმის გადასხდელად  21  166 ლარით გაიზარდა  ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სუბსიდია.

როგორც ცნობილია ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო საავტომობილო გზის განვითარების ზოლში მოქცეულია ხევის საზოგადოებრივი ცენტრი და საბავშვო ბაღი. იმის გამო რომ ვერ მოხერხდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოძიება, სადაც ახალი მშენებლობები მოხდება, საჭირო გახდა კერძო პირთან შეთანხმებით მიწის ნაკვეთის შესყიდვა, რომლისთვისაც დაახლოებით საჭირო იქნება 38 000 ათასი ლარი.  მიწის შეძენა მოხდება მერიის ხარჯებიდან და შესაბამისად დაფინანსების წყარო იქნება ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები 38 000 ლარი.

სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსის განმარტებით, 2019 წლის 7 აგვისტოს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაუბრუნდა გზების რეაბილიტაციაზე წინა წელს გადარიცხული 146 376 ლარი, კერძოდ, ხიდრის შარიქაძეების უბნის გზის რეაბილიტაციის 69 041 ლარი, ვარძიის გზის რეაბილიტაციის  70 017 ლარი და შესაბამის თანადაფინანსების თანხა 7 319 ლარი; ასევე მოხდა ღორეშისა და სარგვეშის ხიდების რეაბილიტაციის თანხების, 15 000  ლარის დაბრუნებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში და განისაზღვრა 16 733 000 ლარით (მათ შორის წინა წელს აუთვისებელი და მიმდინარე წელს დაბრუნებული სახსრები - 1 127 000 ლარი), ხოლო გადასახადების ნაწილში 2019 წლის ბიუჯეტი  21 422 400   ლარით განისაზღვრა.

საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატებმა მუხლობრივად უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.

 

ნანახია: 5637 - ჯერ