17 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენენ.
სხდომაზე ასევე მოისმენენ:
1. ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოსთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046) სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფუქტი) არსებობის ვადით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხს: ჯაბა ბერაძე
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე
მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გამგებლისთვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს:ჯაბა ბერაძე
4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: ჯაბა ბერაძე
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ივლისის სხდომაზე განიხილავს.