წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0128.JPG

საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 სხდომაზე პირველი საკითხი,  მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით დაბა ხარაგაულში N46 -ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობის 23 კვმ. ფართი ესაჭიროება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადაეცეს.

საკრებულოს დეპუტატმა, ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო უბნად პატარა ხარაგაულში N2 საბავშვო ბაღის ფართს იყენებს, რაც დაუშვებელი. მისი განმარტებით, აუცილებელია  ცეესკომ  საარჩევნო უბნისთვის საჭირო ფართი ან დაიქირაოს, ან ალტერნატიული სხვა საშუალება გამოძებნოს.

დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის შემდეგ ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა.

საკითხთან დაკავშირებით პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ ხელმძღვანელმა, მანანა ტაბაშიძემ ამომწურავად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ზრდასრულთა განათლების ცენტრის პროექტის ხარაგაულში განხორციელების მიზნით, გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისში სააპლიკაციო ფორმა წარადგინა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა და შემდეგ გადაწყდა პროფესიული სასწავლებლის მსგავსი დაწესებულების ხარაგაულში გახსნის საკითხი. „ გერმანული ასოციაცია საქართველოს ოფისი საქართველოში 20 წელია რაც  შემოვიდა და  მას 10 მუნიციპალიტეტში აქვს დაფუძნებული ზრდასრულთა განათლების ცენტრი. სასწავლებლები წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებენ. ვფიქრობ, პროექტის განხორციელება სასიკეთო საქმე იქნება ხარაგაულელებისათვის, სადაც ზრდასრულ პიროვნებებს შეეძლებათ უფასოდ შეისწავლონ ისეთი ხელობები, რომელსაც შემდეგში პრაქტიკაში გამოიყენებენ და შემოსავალსაც მიიღებენ:  უცხო ენები, კომპიუტერულ პროგრამები, მაკრამე, მეფუტკრეობა და ა.შ “

საკრებულოს დეპუტატების განმარტებით, პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს კითხვები, რომელთან დაკავშირებითაც უნდა იმუშაონ შესაბამისმა კომისიებმა.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი ოთხი საკითხი:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი);
    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე);
    4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ (მომხს:მანანა ბარბაქაძე).
ნანახია: 5811 - ჯერ